„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, პარტიის წევრები იმსჯელებენ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, მიხეილ სააკაშვილის საკითხსა და პარტიაში პოლიტიკური თანამდებობის გადანაწილებაზე. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ მედიიდან გაიგეს და მიწვეულები არ არიან. შესაბამისად, არ იციან რა საკითხების განიხილავენ სხდომაზე.