„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება

18:16, 01.08.2026

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება – 30 ივლისს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არალეგიტიმურს უწოდებს. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სხდომას არცერთი მისი მოადგილე და რეგიონული ლიდერი არ დასწრებია. უფრო მეტიც, მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომა უფლებამოსილი არ იყო.

ბოკუჩავა ჰყვება, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან გავიდა და ამის შესახებ პარტიის გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირით ადრე აცნობა, თუმცა სხდომა, მისივე თქმით, მაინც საჩქაროდ ჩატარდა. ამ ინტერვიუს გამო, ბოკუჩავა გააკრიტიკა ანა წითლიძემ, რომელმაც თანაგუნდელის განცხადებას თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა უწოდა.

პარტიაში არსებული დაძაბულობის პარალელურად, საქართველოს გარშემო ექვსთვიან შეხვედრებს აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა დღეს დედაქალაქში ქალებთან გაიმართა. სხვადასხვა პარტიისა თუ პროფესიის წარმომადგენლებს მან პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი ხედვა გაუზიარა და კამპანიის მიზნებზე ისაუბრა.

 

მსგავსი