„ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრები ტოვებენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისის ორგანიზაციის წევრები ტოვებენ. საუბარია დაახლოებით 300-მდე ადამიანზე, მათ შორისაა ბაჩო დოლიძეც, ისინი ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ ახალ პარტიას უერთდებიან. უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ ემსახურება იმ პრინციპებსა და იდეალებს, რომლისთვისაც თავის დროზე შეიკრიბნენ. თბილისამდე კი იყო რეგიონები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი გამოეყო პარტიას.

თათია მაყაშვილი დეტალებით.