„ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრები ტოვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის წასვლის შემდეგ, პარტიას თბილისის ორგანიზაციის წევრები ტოვებენ. საუბარია დაახლოებით 300-მდე ადამიანზე, მათ შორისაა ბაჩო დოლიძეც, ისინი ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ ახალ პარტიას უერთდებიან. მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ ემსახურება იმ პრინციპებსა და იდეალებს, რომლისთვისაც თავის დროზე შეიკრიბნენ. თბილისამდე კი იყო რეგიონები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი გამოეყო პარტიას.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, უკვე დაშლილია და არჩევნებს მინიმალური რეიტინგით შეხვდება.