ნაჩო სანჩესის განცხადება – გამოხმაურებები

21:12, 07.06.2025

„ქართული ოცნება“ კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ითხოვს იმ ევროპარლამენტარისგან, რომელმაც განაცხადა, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან მათი ამოშლა.

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას დღეს მმართველ გუნდში ისევ უპასუხეს და აღნიშნეს, რომ თუკი არ დაიდება კონკრეტული მტკიცებულებები, ეს განცხადება უბრალო ჭორაობად ჩაითვლება. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარის განცხადება რეალურ ფაქტებს ეფუძნება და სახელისუფლებო გუნდის წევრები არა სახელმწიფოს, არამედ მხოლოდ პირადი ინტერესით მოქმედებენ.

მსგავსი