"ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" - ახალი სამშვიდობო პოლიტიკის განხილვა მთავრობის ადმინისტრაციაში

“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”- სამთავრობო პროექტი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის ახალ ხედვებს გულისხმობს, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში განიხილება. ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის სხდომაზე, გეგმის იმპლემენტაციისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე მსჯელობენ.

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ოკუპირებული რეგიონებისთვის ვაჭრობის, განათლებისა და უვიზო რეჟიმის ხელმისაწვდომობას გულისხმობს, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია, მასზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

 მარიამ მენაბდე თემის დეტალებით.