ნაადრევი ქორწინების პრობლემა

ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია იწყება. სტატისტიკა საგანგაშოა. ადრეულ ასაკში ოჯახების შექმნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში, აჭარასა და კახეთში ფიქსირდება. უფლებადამცველები პრობლემის მთავარ მიზეზად განათლების და ცნობიერების დაბალ დონეს და პოლიციისადმი მიმართვიანობის დაგვიანებას ასახელებენ. პრევენციის და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიზნით დღეიდან მაღალი რისკის ზონებში სპეციალური ზომების მიღება იგეგმება.

დატოვე კომენტარი