„მზიურის“ პარკის რეაბილიტაციისთვის 8 მლნ ლარი დაიხარჯება

„მზიურის“ პარკის სრული რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

იგეგმება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონის მოწყობა, სადაც სხვადასხვა ტიპის სპორტული, კულტურული და რეკრეაციული სივრცეები განთავსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, თბილისის მერმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მოინახულეს.