მზის ელექტროსადგურები დუშეთის მუნიციპალიტეტში
პროექტი, რომელიც მაღალმთიანი სოფლების უწყვეტ ელექტრომომარაგებას ითვალისწინებს. მთავრობა მთაში მცხოვრები მოსახლების მხარდაჭერას განაგრძოს. რთული კლიმატური პირობებით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად მზის მიკრო ელექტრო სადგურები ამჯერად დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახს დაუმონტაჟეს. განახლებად ენერგიაზე მომუშავე სისტემები უკვე სრულად ფუნქციონირებს, რაც განსაკუთრებით ზამთარში მაღალმთიანი მოსახლეობის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააადვილებს. მზის პანელებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება, მთავრობა ამ ფორმით ცდილობს მაღალ მთაში მცხოვრებ ოჯახებს ცხოვრებასა და განვითარებაში ხელი შეუწყოს.