მზია ლომთათიძე გარდაიცვალა

15:31, 23.07.2026

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის პროდიუსერი, სხვადსხვა გადაცემის ავტორი, მზია ლომთათიძე. ის წლების  განმავლობაში მუშაობდა პირველი არხის შემეცნებით-გასართობი, საბავშვო პროგრამების, ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების რედაქციებში და შემოქმედებითი გაერთიანება „ხელოვნების“ თეატრალურ განყოფილებაში. ბოლო წლებში მზია ლომთათიძის ავტორობით და პროდიუსერობით იქმნებოდა გადაცემები – „ძველი აფიშა“, „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“. მისი ავტორობით მომზადებული არაერთი გადაცემა არის პირველი არხის ოქროს ფონდის კუთვნილება და მრავალ თაობას შემოუნახავს უნიკალურ აუდიო-ვიზუალურ მასალას.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი თანამშრომლის, მზია ლომთათიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მსგავსი