მზია ამაღლობელს ადვოკატი შეხვდა
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს მისი ადვოკატი.
ინტერესების დამცველი, რომელმაც რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულება რამდნიმე წუთის წინ დატოვა, ამბობს, რომ ჟურნალისტის მდგომარეობა წინა შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმებულია და მას გადაადგილება უჭირს. ადვოკატის ცნობით, მას გადაეცა ბოლო ანალიზების პასუხები, რომლესაც მედიკოსებს გააცნობს. შეხვედრა დაახლობით 4 საათი განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-20 დღეა შიმშილობს.