38-ე დღეს მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ვივამედის“ კლინიკასთან მისმა კოლეგებმა გააცნეს. მედიამენეჯერი ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება და საკვების მიღებას მედიკოსების მკაცრი კონტროლის პირობებში დაიწყებს. პარალელურად ჟურნალისტის უფლებადამცველები სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართავენ. იგივე მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა ახალო დამცველმა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. ჟურნალისტის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 4 მარტს გაიმართება.