ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ჟურნალისტები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, უკვე მესამე დღეა, იკრიბებიან. ისინი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაც. მომიტინგეები მზია ამაღლობელს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. ცნობისთვის, ამ დრომდე გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს, სადაც უფლებადამცველები პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.