მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი დისტანციურად ესწრებოდა.

ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, სამართალდამცველებისთვის კი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ უფლებადამცველებიც. მოწმე სამართალდამცველები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლის.