მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესი დღის სამ საათზე დაიწყო. თავდაპირველად მხარეებმა საქმეში მტკიცებულებები დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. ახლა კი დაცვის მხარე ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას მოითხოვს. პროცესს ესწრება თავად მზია ამაღლობელი, რომელიც წარდგენილ ბრალს   არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.