მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა გრძელდება. სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს, რითაც მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღეს, ბრალდების მხარე, დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციის დროს, თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი – ხელმეორედ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო წინააღმდეგობაში, მუქარასა ან ძალადობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ქუთაისში მისი კოლეგები და ოჯახის წევრები ჩავიდნენ. მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები პროცესზე კვლავ არ დაუშვეს.