მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის მორიგი პროცესი.
სხდომაზე პროკურატურამ აღარ წარმოადგინა დამატებითი მოწმეები, მოტივით, რომ ერთი და იგივე გარემოებებზე იდენტური ჩვენებების მიღება სასამართლოსთვის აღარ არის საინტერესო, დაცვის მხარის განცხადებით კი ბრალდება დაიღალა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით და თავიდან აიცილა მორიგი უხერხულობა.
დღეს მოუსმინეს სამედიცინო ექსპერტს, რომელმაც დაადასტურა, რომ ირაკლი დგებუაძეს არ აღენიშნებოდა დაზიანებები, მზია ამაღლობელს კი ჰქონდა მარცხენა მხარზე სისხლჩაქცევები, პროკურატურის განცხადებით ამაღლობელმა დაზიანებები აქციის დროს ჭყლეტაში მიიღო და არა პოლიციელთა მხრიდან, რასაც ჩვენებაში თავად ამაღლობელიც ადასტურებს, შემდეგი პროცესი 29 მაისს უკვე სხვა დარბაზში ჩაინიშნა. რადგან დღევანდელი სხდომა აქციისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ხელს უშლის პროცესს. სხდომას ესწრებოდნენ გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები და ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი დაესწრნენ.