მზია ამაღლობელის სასამართლო

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე სალიხ შანიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და მას 2000 ლარის ჯარიმა განუსაზღვრა. დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პროცესი გადაიდო. ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ გაუწევს, რომელიც სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში უფასო იურიდიული დახმარებას ახორციელებს.