მზია ამაღლობელის სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღეს მხარეებს მოუსმენს და შუამდგომლობებს გაეცნობა. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. პარალელურად, ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს სასამართლოს ეზოში.

მერაბ წულუკიძის ჩართვა ბათუმიდან.