ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით, აცილების საფუძველი მოსამართლის ნათესაური კავშირია მზია ამაღლობელთან. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ისინი მოსამართლის აცილებას არ დაეთანხმნენ. თავად მოსამართლემ აცილებაზე უარი თქვა. კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, მოწმეთა დაკითხვა იყო, რომლებიც მათი განმარტებით, მზია ამაღლობელის დაკავებას უშუალოდ შეესწრნენ, ასევე იმ ადამიანების დაკითხვას ითხოვენ, ვინც დაკავების ოქმი შეადგინა და მონაწილეობა მიიღო ამაღლობელის დაკავებაში. ბრალდების მხარე მოწმეთა დაკითხვის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან მათი განმარტებით, პიროვნება, რომელმაც დაკავების ოქმი შეადგინა, დაკავების უშუალო მომსწრე არ იყო და ეს პროცესს გააჭიანურებს. მოსამართლემ მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ღიად დატოვა მხოლოდ ორი მოწმის, ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას დაკითხვა.