მზია ამაღლობელის სასამართლო
რეზონანსული საქმე ფინალურ ეტაპზეა. ექვსთვიანი განხილვების შემდეგ მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. დღეს ადვოკატი დასკვნით სიტყვას ამბობს. დაცვის მხარე საქმეში არსებული მტკიცებულებების არარსებობაზე და მოწმეების ყალბ ჩვენებებზე მიუთითებს და ჟურნალისტის დაკავებას უკანონობად აცხადებს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო განხილვები არცერთ ეტაპზე სამართლიანი არ ყოფილა. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. დღევანდელი პროცესი დაკავებულის მხარდამჭერთა აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები, დიპლომატები. პროცესს ესწრება ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.