მზია ამაღლობელის სასამართლო

ამ წუთებში ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით სოლიდარობის აქცია გაიმართა. სასამართლო პროცესს მედიის წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან. მზია ამაღლობელი არ ეთანხმება ბრალს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ასევე სჯერა, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.