მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პროცესი გრძელდება.
დღევანდელი განხილვა ფოტო და ვიდეოგადაღების გარეშე წარიმართა. სხდომას მზია ამაღლობელიც დაესწრო. დარბაზში მის შემოსვლას დამსწრეთა შეძახილები მოყვა, რამაც მოსამართლის მხრიდან უკმაყოფილება და გაფრთხილება გამოიწვია. პარალელურად, სასამართლოს შენობის მიმდებარედ, ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. სასამართლოზე მოწმის სახით, „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს მოუსმინეს. მან დეტალურად გაიხსენა 11-12 იანვრის მოვლენები, იგი უშუალოდ იმყოფებოდა აქციაზე, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს.