მზია ამაღლობელის სასამართლო

სასამართლომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, კვლავ ძალაში დატოვა.

მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დღეს მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმეს, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრს და უშუალოდ აქციის მონაწილეს, აკაკი გვიანიძეს მოუსმინა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 11-12 იანვრის დემონსტრაცია. დღესვე იგეგმებოდა ექსპერტის გამოკითხვაც, თუმცა პროკურატურამ ექსპერტის გამოკითხვის საჭიროება ვერ დაინახა და მოსამართლეს მოწმეების სიიდან ამოღების შუამდგომლობით მიმართა. პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. განხილვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.