მზია ამაღლობელის სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, პლაკატის გაკვრისთვის, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ორი მოწმე სამართალდამცველისა და ერთ-ერთი აქციის მონაწილის მოსმენის შემდეგ მიიღო. დაცვის მხარის განცხადებით, მზია ამაღლობელი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, ერთხელ პასუხისმგებლობა ამაღლობელს სამართალდამცველების შეურაცხყოფის, მეორედ კი პლაკატის გაკვრის გამო დაეკისრა და არც საქმე იყო ხანდაზმული და ვადაგადაცილებული. მზია ამაღლობელი დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო და ამის შესახებ სასამართლოს წერილობით მიმართა.