მზია ამაღლობელის სასამართლო
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის განხილვა დღეს დასრულდა, სადაც აქციის მონაწილე, „ბათუმელების“ ჟურნალისტები დაიკითხნენ. დაცვის მხარის მოწმე დეტალურად გაიხსენა ის ღამე, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს. მისი თქმით, უშუალოდ დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა რამდენჯერმე მოხვდა ეგრეთწოდებულ საპოლიციო ჭყლეტვაში, როდესაც დაკავებები მიმდინარეობდა. დღესვე ბათუმის სასამართლომ, მეორე ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც ამაღლობელის მიმართ აღიძრა და იგი სტიკერის გაკვრას უკავშირდება. სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ერთხელ უკვე დააჯარიმა 2000 ლარით. ხანდაზმულობის მოტივით, დაცვის მხარემ ახალი ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესს მზია ამაღლობელიც ესწრება. ის ამბობს, რომ გაუგებარია ერთი და იგივე საქმისთვის ადმინისტრაციულად ორჯერ რატომ ასამართლებენ. პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს, შეძახილები ისმის დარბაზშიც, რამდენიმე პირმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი 18 ივნისს გაიმართება.