მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ბათუმში სოლიდარობის მიზნით ჩავიდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს, გვიან ღამით დააკავეს.

მერაბ წულუკიძის ჩართვა  ბათუმიდან #მოამბე