მზია ამაღლობელის საქმე – საია-ს განცხადება

18:50, 26.06.2026

მზია ამაღლობელის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მორიგი საჩივრით მიმართა საია-მ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე. მათივე ცნობით, ამაღლობელთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მეექვსე მუხლი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს. საპასუხოდ კი, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ ცდილობს დაესხას თავს თავისუფალ სიტყვას და სასამართლოს.

მსგავსი