მზია ამაღლობელის საქმე

პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მზია ამაღლობელი მისმა ადვოკატმა მოინახულა. ჯუბა ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული თავს ნორმალურად გრძნობს. უფლებადამცველის თქმით, რაიმე ჩივილების შესახებ ამაღლობელს მასთან არ უსაუბრია. ამასთან, როგორც ცნობილია, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს სხდომაზე დასწრების სურვილი ისევ აქვს. ჯუბა ქათამაძის განმარტებით, დაცვის მხარე სხდომაზე პატიმრობის და საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს.