„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პატიმრობაში რჩება.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის უფლებადამცველების შუამდგომლობა ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაუშვებლად ცნო. მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, უკვე 34 დღეა შიმშილობს. ის ამ დრომდე „ვივამედის“ კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.