მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს. ასევე უფლებადამცველების მოთხოვნაა, პროკურატურამ უკანონო ბრალდების საქმე შეწყვიტოს და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. მზია ამაღლობელი ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.