მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელის კოლეგები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
დაცვის მხარის ინფორმაციით, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს. დაკავებულის ინტერესების დამცველები 11 იანვარს, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ და ბათუმის პოლიციის უფროსს ამაღლობელის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამ საქმეზე ძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკვე დაწყებულია. პარალელურად თბილისსა და ბათუმში ჟურნალისტის მხარდაჭერის ნიშნად აქციები გრძელდება, ბათუმში კარვებიც არის გაშლილი. ადვოკატების პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებს სამართალდამცავი უწყება, რომელიც ამაღლობელის დაკავებას კანონიერად აცხადებენ, ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობას კი არ ადასტურებენ.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს 14 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.