მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან.

სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ჟურნალისტს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ და პრემიერს მიმართავენ. მათი პოზიციაა, რომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს. ჟურნალისტები „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მძიმე შედეგების პრევენციის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ამაღლობელი ბათუმში 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდა. უფლებადამცველების პოზიციაა, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა შესაბამისი საფუძვლებით და არგუმენტებით დასაბუთებული არ არის.