მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
დღეს აქციები თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. გაზეთ „ბათუმელების“ და ონლაინ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის კოლეგები, უფლებადამცველები და საზოგადოების წარმომადგენლები დაკავებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ჯანდაცვის და პენიტენციურ სამსახურს ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლთან ერთად საზოგადოების ინფორმირებას სთხოვენ. აქციებზე შეკრებილთა მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართვის ადრესატია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, სადაც მზია ამაღლობელის მიმართ შესაძლო დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ძიების დასრულებამდე აქციის მონაწილეები ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილებას შეჩერებას მოითხოვენ.
„ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მე-16 დღეა, შიმშილობს. დღეს დაკავებული ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.