მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მზია ამაღლობელის შიმშილობის 25 დღე.

ჟურნალისტი კვლავ კლინიკა „ვივამედში“ რჩება. მას უტარდება კვლევები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – აცხადებს კლინიკის დირექტორი. ზურა ჩხაიძის ინფორმაციით მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდეგი გართულებებისგან პრევენციის მიზნით ტარდება შესაბამისი თერაპიული პროცესები. დილიდან კი ის კლინიკაში მოინახულა მისმა ადვოკატმა. ინტერესების დამცველის თქმით, მზია ამაღლობელს მოინახულებს ასევე ​სპეციალურად შექმნილი მედიკოსების ჯგუფიც. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული და 25 დღეა შიმშილობს.