მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

მხარდაჭერის და სოლიდარობის აქციები იმართება თბილისსა და ბათუმში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის დღიდან, ანუ მე-20 დღეა, „ბათუმელების” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი შიმშილობს. ამიტომ ახლა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სწორედ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რუსთავის მეხუთე დაწესებულება უკვე დატოვა ადვოკატმა, სადაც დღეს ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ამაღლობელის დაცვის მხარეს ის დოკუმენტაცია გადასცეს, სადაც მისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგებია ასახული. სისხლის სამართლის წესით დაკავებული ჟურნალისტი დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, თუმცა დაკავებამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების გართულების რისკზე მიუთითებს. ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ოპოზიციის ნაწილი ექიმების კონსილიუმის შექმნას ითხოვს.