მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისთვის კვების აღდგენის პროცედურა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექიმები ე.წ. რეფიდინგ-პროტოკოლით ხელმძღვანელობენ.

მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ორი დღის წინ, შიმშილობის 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.