უკვე 38-ე დღეა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შიმშილობს. ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ რჩება. ამ წუთებში „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორს, ზურა ჩხაიძეს ხვდება მზია ამაღლობელის კოლეგა და მეგობარი, „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე. ეთერ თურაძის განცხადებით, შეხვედრაზე ზურაბ ჩხაიძე მათ მიაწვდის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და ჩატარებული კვლევების შედეგებს გააცნობს.