მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მზია ამაღლობელი უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ რჩება. მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ამაღლობელი მოითხოვს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. ადვოკატის განცხადებით, დღესვე დაცვის მხარემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უფლებადამცველებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაცვის მხარის შუამდგომლობა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, განსახილველად არ მიიღო. ადვოკატების განცხადებით, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს. დაცვის მხარე ამბობს იმასაც, რომ მათი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.