მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:11, 16.02.2025

მზია ამაღლობელი უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ რჩება. მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, ამაღლობელი მოითხოვს ის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.

ჯუბა ქათამაძე ამბობს იმასაც, რომ დაცვის მხარეს დღეს სასამართლოში საჩივარს შეიტანს. უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დარჩა.

მსგავსი