შიმშილობის 33-ე დღე – მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, – აცხადებს „ვივამედის“ დირექტორი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გრძელვადიანი შიმშილობა რისკის შემცველია და მზია ამაღლობელს ამასთან დაკავშირებული თითქმის ყველა გართულება აქვს, ამიტომ კლინიკა მაქსიმალურად მობილიზებულია. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი კვლევებიც. მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებს და მონიტორინგის ქვეშ კლინიკაში რჩება.