მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. ის რჩება „ვივამედში“ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა უცვლელია, უტარდება კვლევები და საჭირო მომსახურება. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი. მათი ინფორმაციით, მზად არიან ჟურნალისტის სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეხვდნენ მას პირადად.