შიმშილობის 31-ე დღე. მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება, მათ შორის განმეორებითი კვლევები. მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებს და მონიტორინგის ქვეშ რჩება.