მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში დარჩეს.

ცოტა ხნის წინ „ვივამედში“ ომბუდსმენის მიერ მოწვეული კონსილიუმი პირადად გაეცნო ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ კვლევის შედეგებს, რომლებიც მას ბოლო პერიოდში ჩაუტარდა. ჯგუფის წევრების შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. მედიკოსები მოგვიანებით დასკვნას მოამზადებენ და სახალხო დამცველს საკუთარი რეკომენდაციებით მიმართავენ.

ნეტგზათისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი უკვე 28-ე დღეა, შიმშილობს. მისი სურვილია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. უკვე რამდენიმე დღეა, ამაღლობელს კლინიკაში სხვადასხვა კვლევა და გადასხმები უტარდება. პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ჟურნალისტის შემდგომი სასამართლო პროცესი 4 მარტს არის დანიშნული.