მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შიმშილობის 27-ე დღე. მზია ამაღლობელი დღეს ექიმთა კონსილიუმმა უნდა მოინახულოს. 4 მედიკოსით დაკომპლექტებული ჯგუფი სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნა. ისინი შეხვდებიან მზია ამაღლობელს და მის კვლევებს გაეცნობიან. ამის შემდეგ მომზადდება დასკვნა და რეკომენდაციები, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ. მზია ამაღლობელს უკვე რამდენიმე დღეა „ვივამედის“ კლინიკაში კვლევებს უტარებენ. ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.