მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:20, 06.02.2025

26-ე დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი. ის ამ დრომდე რჩება კლინიკა „ვივამედში“. ადვოკატის ინფორმაციით, რომელიც მას დილიდან შეხვდა, მდგომარეობა სტაბილურია და გრძელდება საჭირო კვლევები. მისივე ინფორმაციით, ანალიზებში გარკვეული ცვლილებები აღინიშნება და ხვალ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ჯგუფი მოინახულებს. ინტერესების დამცველის თქმით, თავად მზია ამაღლობელი მაქსიმუმ ხვალ საღამოს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

მსგავსი