მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:21, 06.02.2025

26-ე დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო კვლევები უტარდება. მასთან ამ წუთებში ადვოკატია შესული. არსებული ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ანალიზებში ცვლილებები აღენიშნება და დამატებითი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, როდის დააბრუნებენ მას საპატიმროში.

მსგავსი