მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვა სასამართლოს

21:20, 13.02.2025

მზია ამაღლობელი შიმშილობას განაგრძობს.

ჟურნალისტის ადვოკატებმა დღეს სასამართლოს მიმართეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება ითხოვეს. უფლებადამცველების პოზიციაა, რომ ამაღლობელის დაკავება და პატიმრობა უკანონოა, შესაბამისი შუამდგომლობა კი დასაბუთებულია. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოყენებული კვალიფიკაცია საქმის სიმძიმის წარმოჩენის მცდელობაა. ადვოკატების შეფასებით, სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაში ვერ ჯდება. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი 11 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, 14 იანვარს კი გირაოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ დაკავებულის ადვოკატების საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მსგავსი