„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს, – ამის შესახებ აღნიშნულია მის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო.
ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმეა. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში. მზია ამაღლობელმა ეს გადაწყვეტილება შიმშილობიდან 38-ე დღეს მიიღო.