მზია ამაღლობელი ნიკა გვარამიამ მოინახულა

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მოსანახულებლად რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამია იმყოფებოდა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, მზია ამაღლობელმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საპატიმრო. მისივე თქმით, ის აპირებს, როგორც მოქალაქემ, რომელიც არის სოლიდარული ჟურნალისტის მიმართ, ადვოკატირება გაუწიოს მზია ამაღლობელს და ამ მიზნით გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და კონტაქტი. დღესვე ნიკა გვარამია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის მონახულებასაც გეგმავდა.